LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის პერიოდში საქართველოში კოვიდ-19-ით ჯანდაცვის სფეროს 117 თანამშრომელი გარდაიცვალა: NCDC

66
1

2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა შორის 6.4% ჯანდაცვის მუშაკია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, პანდემიის პერიოდში,ჯანდაცვის მუშაკებში კოვიდით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 117 იყო, რაც სამედიცინო პერსონალში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობიდან 0.3%-ია.

ანგარიშის მიხედვით, დაინფიცირებული ჯანდაცვის მუშაკების წილი ჯანდაცვის პერსონალის ჯამური რაოდენობის 39.9%-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა შორის 82% იყო ქალი, 18% კი კაცი.

ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი თბილისის, იმერეთის და აჭარის რეგიონებში დაფიქსირდა.

გარდაცვლილთა შორის 40.2% იყო კაცი, 59.8% ქალი.

გარდაცვლილთა 68.4%-ს 30-დან 70 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი შეადგენდა.

გარდაცვლილი მედპერსონალის 52.1% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ან ცხელების, კოვიდ ან ონლაინ კლინიკის და ყველა სტაციონარის მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელი იყო.

აღნიშნული მონაცემები ასახულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეშვიდე გადახედვაში, რომელიც NCDC-მ გუშინ გამოაქვეყნა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეშვიდე გადახედვას აქვეყნებს

პანდემიის დაწყებიდან 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, ორსულებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 7 338-ს შეადგენდა, რაც 8.6% არის: NCDC

NCDC-ს ანგარიში: 18 წლამდე ასაკის პირებში გარდაიცვალა 8 მოზარდი, დაფიქსირდა ინფიცირების 90 000-ზე მეტი შემთხვევა, სტაციონარში მკურნალობა დასჭირდა 7 708-ს