პანდემიის პერიოდში, ქართველებმა თავიანთი ქვეყნის კურორტების შეყვარება დაიწყეს, – ამის შესახებ „შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს. საკითხზე ნუცა აბრამიშვილმა გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი განმარტებით, „შუხმან ჯგუფს“ პანდემიის პერიოდში, პოლიტიკის შეცვლა მოუხდა და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი ვარდნის ფონზე, უფრო მეტად ქართველ მომხმარებელზე ორიენტირდა.
„შევცალეთ პოლიტიკა და მეტი ყურადღება ქართველ მომხმარებელს დავუთმეთ, დავნერგეთ მათზე მორგებული პაკეტები, რადგან ქართველი სტუმარი უცხოელი ვიზიტორისგან ძალიან განსხვავდება. მე დადებითად ვუყურებ ამ პროცესს, რადგან პანდემიის პერიოდში, ადგილობრივი ტურიზმი განვითარდა, ქართველებმა თავიანთი ქვეყნის ადგილებისა და კურორტების შეყვარება დაიწყეს“, – განმარტავს „შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი.
შეგახსენებთ, „შუხმან ჯგუფი“ კახეთში შატოსა და ღვინის სოფელს მართავს. “თუ ეძებთ იდეალური განტვირთვისა და დასვენებისთვის ადგილს, სადაც დრო ჩერდება და თითოეული წამი ღვინის ზღაპარში მოგზაურობას ჰგავს, ამისთვის Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA იდეალური არჩევანია! კავკასიონის უმშვენიერესი ხედებითა და ვენახებით გარშემორტყმული ღვინის კომპლექსი აერთიანებს სასტუმროს, რესტორანს, ღვინის ბარს, ღვინის სპასა და შუხმანის ღვინის სოფელს იზოლირებული ვილებით, რომლებიც საუკეთესო არჩევანია თუ დასვენებას მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად გეგმავთ.