LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის მიუხედავად, წელს ქართული ვაშლის ექსპორტი 12-ჯერ გაიზარდა

67
5f5bac14bcddf

საქართველოდან, 2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 5 045 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 12-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 4 884 ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონგ-კონგში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები