LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის მიუხედავად, საქართველოში საიუველირო ნაწარმის გაყიდვები გაიზარდა

90
267519300-4425724090883468-7593376824686793212-n

საიუველირო ნაწარმის მაღაზიებში Pandora-სა და Time Georgia-ში 2019 წელთან შედარებით 2021 წელს გაყიდვების 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საკითხზე გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში კომპანიების გენერალურმა მენეჯერმა ქეთი გაბიტაშვილმა ისაუბრა. მისივე განმარტებით, ზრდა კომპანიის რითეილ სტრუქტურის შეცვლით იყო განპირობებული.

„სტრუქტურა გადავაწყეთ და ქუჩის მაღაზიებიდან ძირითადად მოლების მიმართულებით გადმოვინაცვლეთ. განვითარება ამ კუთხით დავიწყეთ, რამაც შედეგიც გვაჩვენა”, – აღნიშნა გაბიტაშვილმა.

რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, Pandora-სა და Time Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა განმარტა, რომ როგორც “პანდორაში”, ასევე “თაიმში”, იმპორტირებულ პროდუქციაზე დამოკიდებულების გამო, ფასების 10-15%-ით გაზრდა მოუწიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები