LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის მეორე წელი შეიძლება უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდეს – ჯანმოს დირექტორი

391
გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა მორიგი არადამაიდებელი განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიის მეორე წელი უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდეს.

„კორონავირუსს უკვე 3.3 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ახლა ისეთი ტენდენციაა, რომ პანდემიის მეორე წელი გაცილებით მომაკვდინებელი შეიძლება იყოს, ვიდრე პირველი წელი.

სიცოცხლისა და საარსებო წყაროს გადარჩენა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებისა და ვაქცინაციის კომბინაციით ერთადერთი გამოსავალია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები