LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის გამო სამსახური ვინც დაკარგა, 1200-ლარიან დახმარებას მიიღებს

324
minimum-wage

პრემიერის თქმით, ადამიანები, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, 1200-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებენ. გიორგი გახარიას განმარტებით, პროგრამა 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება და მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში 200-200 ლარს მიიღებენ.

„წინა ტალღის პერიოდში ამ დახმარებით ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამჯერადაც, დაახლოებით, იგივე ციფრი იქნება“, – აღნიშნა გახარიამ.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, თვითდასაქმებულთათვის 300-ლარიანი დახმარების პროგრამა აღდგება. ამასთან, სახელმწიფო თვითდასაქმებულებს სესხის გადავადებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები მოქმედებს 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები