Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პანდემიის დროს წვეულებებზე დასწრების გამო ბორის ჯონსონი დაჯარიმდება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის დროს წვეულებებზე დასწრების გამო ბორის ჯონსონი დაჯარიმდება

242
Untitled design

პანდემიის დროს, კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ბორის ჯონსონმა ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისთვის ბოდიში რამდენიმე თვის წინ მოიხადა.

პანდემიის დროს წვეულებაზე დასწრების გამო ბორის ჯონსონი ბოდიშს იხდის

თუმცა როგორც ახლა BBC წერს, ჯერჯერობით უცნობია, რომელ ღონისძიებაზე დასწრებისთვის ჯარიმდება ბრიტანეთის პრემიერი.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, ჯონსონთან ერთად სამართალდამცველები დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრს, რიში სუნაკსაც აჯარიმებენ.

“პრემიერის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ თანამდებობის ორ პირზე ჯარიმები მართლაც იყო დაწესებული. ამასთან, პრემიერ-მინისტრის სპიკერმა თქვა, რომ ჯონსონსა და სუნაკს ჯერ არ უთქვამთ, კონკრეტულად რომელი შემთხვევისთვის დაისაჯნენ ისინი.

ლონდონის პოლიცია იძიებს 12 აქტივობას, რომელიც კოლდაუნის დროს დაუნინგ სტრიტზე და სხვა სამთავრობო შენობებში ჩაკეტვის დროს გაიმართა”, – წერენ მედიასაშუალებები.

როგორც ცნობილია უწყებები დაჯარიმებულთა ვინაობის დასახელებას არ აპირებენ, თუმცა ადრე ბრიტანეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ საზოგადოებას აუცილებლად აცნობებდა, იყო თუ არა დამრღვევთა შორის პრემიერ-მინისტრი ან ფინანსთა მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები