LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პანდემიის დროს ბევრმა სამგზავრო ავიახომალდი სატვირთოდ გადააკეთა“ – საავიაციო სექტორში ავიახომალდების დეფიციტია

65
Untitled

საავიაციო სექტორს არა მარტო ადამიანური რესურსების, არამედ ხომალდების დეფიციტიც აქვს, – დარგში არსებულ პრობლემებზე გადაცემაში „საქმის კურსი“ საავიაციო სექტორის ანალიტიკოსმა იგორ აფციაურმა ისაუბრა.

„2020 -2021 წლებში ავიაკომპანიების ნაწილმა თანამშრომლების 60-70% გაუშვა. ზოგი უკან დააბრუნეს, მაგრამ თანამშრომლების ნაწილმა სფერო შეიცვალა. სხვა სფეროებში დაიწყეს მუშაობა და მათი უკან გამოწვევა ვეღარ მოხერხდა. ადამიანური რესურსების, მფრინავების და ეკიპაჟების გარდა დიდ პრობლემას იწვევს ავიახომალდების ნაკლებობაც, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პანდემიის დროს ვინც მოახერხა, სამგზავროები სატვირთოებად გადააკეთა“, – აღნიშნა იგორ აფციაურმა „საქმის კურსში“.

მისივე განმარტებით, ვისაც პირველი ტიპის კონვერტაცია ჰქონდათ, ანუ უბრალოდ სავარძლები, რომ ჰქონდათ ამოღებული, იმათ ისევ სამგზავრო პორტებად გადააკეთეს და ფრენები დაიწყეს, მაგრამ იყო სხვა შემთხვევებიც, რომლისთვისაც რამდენიმე თვეა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, საავიაციო დარგში არსებული ადამიანური რესურსის დეფიციტის გამო, არაერთი ფრენა გაუქმდა. ტურისტებს საზაფხულო შვებულებების დროს შესაძლო შეფერხებებზე უკვე აფრთხილებენ, რადგან ძირითადი ავიაკომპანიების მიერ ფრენების გაუქმება, ფრენების განრიგს არღვევს.

ევროპაში 10 ათასზე მეტი ფრენა შესაძლოა გაუქმდეს – ავიარეისების მასიური გაუქმება გრძელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები