LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის დროს, ამერიკელი მილიარდერები კიდევ უფრო გამდიდრდნენ

167
143004907-205800054608056-2576680544394130305-n

უმდიდრესმა ამერიკელებმა პანდემიის პირველი ტალღის დროს მიღებული ფინანსური დანაკარგები არა მხოლოდ აღიდგინეს, არამედ ისინი კიდევ უფრო მდიდრებიც კი გახდნენ.

როგორც CNN წერს, ამერიკელი მილიარდერების ქონება, პანდემიის პერიოდში, ჯამურად 40%-ით, ანუ 1.1 ტრილიონი დოლარით გაიზარდა.

მაგალითისთვის, ყველაზე თვალშისაცემია Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელის, ილონ მასკის ქონების ზრდა. ის 155 მილიარდი დოლარით გამდიდრდა, ვინაიდან მისი კომპანია Tesla-ს საბაზრო ღირებულება რეკორდულად გაიზარდა. ცხადია, მასკს არც სხვა ამერიკელი მილიარდერები ჩამორჩნენ და მათი დიდი ნაწილი დღეისათვის ბევრად მდიდარია, ვიდრე პანდემიამდე იყო.

რაც შეეხება მთლიან მაჩვენებლებს, ჯამურად, 660 ამერიკელი მილიარდერი ახლა $4.1 ტრილიონს ფლობს, ეს ორი მესამედით მეტია ამერიკის მოსახლეობის 50%-ის საერთო ქონებაზე.

მილიარდერების ქონებას და მათ რეიტინგს შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ “ბლუმბერგზე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები