LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის დროს აღმოჩენილი 3 ქართული ბრენდი, რომელიც უჩვეულო და ორიგინალურ საკვებს აწარმოებს

235
ipiccy-image

მიუხედავად პანდემიისა, ქვეყანაში ახალი კომპანიები ჩნდებიან და იწყებენ ოპერირებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: საკვები პროდუქტების წარმოების კუთხით.

Fortuna.ge-მ გადაწყვიტა 3 ახალი კომპანიის შესახებ გიამბოთ, რომლებიც ქართული ბაზრისთვის საკმაოდ ორიგინალურ, აქამდე უჩვეულო და საინტერესო საკვებს აწარმოებენ.

შოკოლადის კარაქი „ვეგანური“

2020 წელის 7 ივლისს გამოჩნდა ბრენდი „ვეგანური“ ქართულ ბაზარზე. ამჟამად, ბრენდის ქვეშ იწარმოება 3 სხვადასხვა სახის ქართული შოკოლადის კარაქი. პირველი არის შოკოლადის კარაქი ქართული თხილით, შემდეგ შოკოლადის კარაქი ქოქოსით და დარიჩინით და ბოლოს- კარაქი ნუშის არომატით.

„ქართბოლი“

ასევე პანდემიის პერიოდში, ბაზარზე ახალი ქართული კომპანია „ქართბოლი“ გამოჩნდა, რომელიც დელიკატესების მწარმოებელია. კომპანია ექსპერიმენტებს არასდროს ერიდება და მომხმარებელს სხვადასხვა უნიკალურ  გემოებს სთავაზობს. „ქართბოლი” მომხმარებელს სთავაზობს ბარბექიუ მეთოდით შეშაზე შებოლილი ხორცის დელიკატესებს. ამ ეტაპზე, კომპანია ასორტიმენტში აქვს 5 დასახელების პროდუქცია: შებოლილი საქონლის ანტრეკოტი, შებოლილი ღორის ნეკნები, შებოლილი ღორის ჩალაღაჯი, შებოლილი ღორის ბეკონი, შებოლილი ქათმის ფილე.

„დღეს პესტო“

„მიეცით ახალი გემო ცხოვრებას!“ – ეს მთავარი სლოგანია კომპანია „დღეს პესტო“-სი, რომელმაც ქართულ ბაზარზე საქმიანობა 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის პესტოს სთავაზობს. კომპანია იტალიაში მცხოვრებმა ნინა ქარაზანიშვილმა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაარსა. ამჟამად, „დღეს პესტო“ 4 ტიპის პესტოს აწარმოებს, ესენია: ბაზილიკის პესტო პარმეზანით, ბაზილიკის პესტო ვეგანური, პესტო ნადუღით და ნიგვზით და პესტო ბადრიჯნით და ნიგვზით.

12 საინტერესო ქართული კომპანია, რომელიც პანდემიის პირობებში შეიქმნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები