ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავისუსით ინფიცირების კიდევ 104 შემთხვევა გამოვლინდა.
სტატისტიკურ მონაცემებს ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი აქვეყნებს.
გავრცელებული მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში სულ დადასტურებულია კოვიდ-19-ის 8 563 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6 746 პაციენტი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 111-ია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 3 ადამიანი.
პანდემიის გამო აფხაზეთში კოვიდრეგულაციები მოქმედებს. დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, სპორტული და გასართობი დაწესებულებები. ასევე შეწყვეტილია სწავლა.