პანდემიამ ყველა სფერო გადააფასა, არის კომპანიები, სადაც თანამშრომლები თვითონ ირჩევენ რამდენი დრო გაატარონ სამსახურში – ამის შესახებ HR Hub-ის დამფუძნებელმა ანა გზირიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა და კომპანიებში სიტუაცია უკვე განსხვავებულია.
„პანდემიამ რაღაცებზე დაგვაფიქრა. შეიცვალა ბევრი რამ, მაგალითად ჰიბრიდული სამუშაო მოდელი, რომელიც აქამდე არ ყოფილა, ძალიან ბევრ კომპანიაში დაინერგა. როდესაც პანდემია დამთავრდა, არის კომპანიები, სადაც თანამშრომლები თვითონ ირჩევენ რამდენი დრო გაატარონ სამსახურში, რამდენ ხანს იმუშაონ სახლიდან, ან სრულიად სხვა ქვეყნიდან“, – განაცხადა ანა გზირიშვილმა.
მისივე თქმით, თვითონ სამუშაოს მაძიებლების დამოკიდებულებებიც შეიცვალა. „მაგალითად, ადრე თუ ბონუსი ითვლებოდა კარგ ტონად და ეს იყო მოტივაცია, ახლა მგონია, ეს საკმარისი არ არის და ბევრად მეტია საჭირო, იმისთვის, რომ ადამიანი დავაინტერესოთ ჩვენთან მუშაობით”, – აღნიშნა HR Hub-ის დამფუძნებელმა “ბიზნესპარტნიორის” ეთერში.