კორონავირუსის “დელტა” შტამის გავრცელების გამო, ახლა უკვე პორტუგალიაც ამკაცრებს შეზღუდვებს. საუბარია ღამით გადაადგილებაზე კვლავ ე.წ. “კომენდანტის საათის” დაწესებაზე.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეზღუდვა ძალაში 2 ივლისს შევა. კომენდანტის საათი, პორტუგალიის 45 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ლისაბონში 23:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს.
“გასულ კვირას სიტუაცია კვლავ გაუარესდა. რეკომენდაციები არ სრულდება და პანდემია უკონტროლოა. ამიტომ გადაადგილებაზე აკრძალვა შეეხება ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებს, მათ შორის პორტუგალიის დედაქალაქსა და პორტოს.” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მარიანა ვიეირა და სილვამ.
პორტუგალიაში სამუშაო დღეებში კაფეები და რესტორნები 22:30 საათამდე იმუშავებს, უქმეებზე კი 15:30 საათზე დაიკეტება.
გასულ თვეში, ხელისუფლებამ კოვიდრეგულაციების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო.
30 ივნისს, პორტუგალიაში ვირუსის 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ასეთი მაჩვენებელი თებერვლის შემდეგ, პირველად დაფიქსირდა.
მოსახლეობის 32 % ვაქცინირებულია, ამ ეტაპზე კი ქვეყანაში დომინანტი ვირუსის “დელტა” შტამია.