დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ სლოგანი “დავრჩეთ სახლში” ახლა განსაკუთრებით იმერეთის მხარეში უნდა გამოვიყენოთ.
[related_news id=”407340″ align=”left”]
როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, თუ ღია სივრცეში დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, სასურველია პირბადე ვატაროთ, რადგან მისი თქმით, ეპიდემია უფრო მეტ ძალებს იკრებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემია კიდევ უფრო ფართოვდება და რესპირაციული ინფექციების სეზონი მოდის.
“გრიპის ვირუსის ცირკულაცია, დაახლოებით ნოემბერში გამოჩნდება. ასე რომ, თუ რეკომენდაციებს დავიცავთ, კორონავირუსის მძაფრად გავრცელებას თავიდან ავირიდებთ”, – ამბობს გამყრელიძე.