თვითიზოლაციში ყოფნა მოგზაურობაზე უარის თქმას არ ნიშნავს, რადგან უკვე შეგიძლიათ სახლიდან ვირტუალურად იხილოთ მსოფლიოს ულამაზესი და საინტერესო ადგილები. წარმოგიდგენთ პირდაპირ ტრანსლაციებს ჩვენი პლანეტის 7 ყველაზე საინტერესო კუთხიდან.
როგორ გამოიყურება დედამიწა კოსმოსიდან
https://www.youtube.com/watch?v=EEIk7gwjgIM&feature=emb_title
ინტენეტის მეშვეობით, საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან შეგიძლიათ პირდაპირ კადრებში უყუროთ როგორც დედამიწას, ისე კოსმოსურ სადგურზე მყოფი ეკიპაჟის საქმიანობას.
იხილეთ წყლის ბინადრები
ვებ-კამერა კალიფორნიაში წყნარი ოკეანის აკვარიუმშია დამონტაჟებული. ეს კალიფრონიაში ყველაზე დიდი აკვარიუმია, რომლის მოცულობა 1.3 მილიონ ლიტრს შეადგენს. სახლიდან ათასობით ულამაზესი ზღვის ბინადარის ნახვა შეგიძლიათ.
მხიარული პანდები
შეგიძლიათ პირდაპირ კადარებში უყუროთ მხირული პანდების ყოველდღიურ ცხოვრებას. ისინი წარმოუდგენლად საყვარლები არიან.
ხედი ჩინეთის, მსოფლიოში ყველაზე დიდი შუშის ხიდიდან
https://www.youtube.com/watch?v=gkSoZ-PhZhU&feature=emb_title
პანორამული ვებკამერა ჩინეთში, ტაივანში არსებული ცნობილი შუშის ხიდიდან ჩანჩქერს გადაჰყურებს. აქ როგორც წესი ყოველთვის უამრავი ტურისტი იყრის თავს, ახლა კი უსაფრთხოდ შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ბუნების ხედებით.
ტაილანდის ჰაად რინის ზღაპრული სანაპირო
ჰაად რინის სანიპიროზე კამერა რამდენიმე ადგილას არის დამონტაჟებული. პირდაპირი ტრანსლირების შედეგად თქვენ ამ ზღაპრულ ადგილას მოხვედრას შეძლებთ.
ნახეთ, როგორ ცხოვრობს ახლა ვენეცია
ვენეციაში კამერები ქალაქის ყვე;აზე ლამაზ და ცნობილ ადგილებშია დამონტაჟებული.
ნადირობის ლოხ ნესის “ურჩხულზე”
ეს კამერა შოტლანდიაში ლოხ ნესის სანაპიროზეა დამონტაჟებული. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად აქ, ტბაში წყლის ურჩხული ცხოვრობს. თუმცა ეს მხოლოდ ლეგენდაა, რეალურად კი თქვენ სანაპიროს ულამაზესი ხედებით დატკბობის შესაძლებლობა გაქვთ.