პანდების ერთობლივი დღესასწაული 18 პატარა პანდას დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა.
“ევრონიუსი” წერს, რომ “პანდა-ფართი” , ჩინეთში, Wolong National Nature Reserve – ში ჩატარდა.
“პანდა ბევრჯერ მინახავს, მაგრამ ამდენი პანდა ერთად პირველად ვნახე. ძალიან ბედნიერი ვარ, ისინი ეროვნული საგანძურია“, – ამბობს ერთ-ერთი ვიზიტორი.
პატარა პანდების უმრავლესობა ჯერ მხოლოდ რძეზეა, თუმცა ზოგიერთი ბამბუკსაც გემრიელად მიირთმევს.
ისინი ჩინეთის კონსერვაციისა და კვლევების ცენტრში გაჩნდნენ.
ამით ცენტრი პანდების სახეობების პოპულაციას ეხმარება.