LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანჩო ნარკოდამოკიდებულებაზე: „მე ვნანობ იმას, რომ ბიჭები გაიზარდნენ ისე, რომ ჩემ გვერდით არ იყვნენ…“

345
Untitled-6

პანჩო საკუთარ ნარკოდამოკიდებულებაზე ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბევრჯერ გადაურჩა სიკვდილს:

„იმხელა გზა მაქვს ამისი გავლილი… რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ხვდები, რომ ჭაობში ხარ. ყველაფერს კარგავ – მეგობრებს, ოჯახის წევრებს. ხან ვიყავი ნარკოდამოკიდებული, ხან – არა. ზოგჯერ ვაგდებდი და ჩვეულებრივად ვცხოვრობდი. მაშინ სხვა დრო იყო, სხვა ნარკოტიკი იყო. ახლა დავბერდი. ახლა რომ გავიკეთო, ალბათ, ვეღარც გამაცოცხლებენ. მე ვნანობ იმას, რომ ბიჭები გაიზარდნენ ისე, რომ ჩემ გვერდით არ იყვნენ. იმ მომენტში, როცა ბავშვი იზრდება და გვერდში არ გყავს, არაფერი ღირს იმად, რომ ასე იცხოვრო. ამ ჭაობიდან ამოსვლიდან დამეხმარა ის, რომ დამიჭირეს ნარკოტიკებზე. ციხეში მოხვედრის პირველი წამიდან ტვინში გადამიტრიალდა. „ლომკა“ მქონდა და გავუძელი, ხომ ხედავთ, ცოცხალი ვარ. ციხემ გადამარჩინა. ციხე არის ადგილი, სადაც ადამიანი ფიქრობს და წონის თავის განვლილ ცხოვრებას. იქ არაფერი იყო კარგი და სასიამოვნო, ეს ჯოჯოხეთი იყო. ციხიდან რომ გამოვედი, ამ თემაზე საერთოდ ლაპარაკი არ მქონია…“

მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს – რა უნდა ვიცოდეთ ნარკოტიკების შესახებ?

ფოტო: რატი ამაღლობელის ვაჟი მამის ასლია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები