„პანასონიკმა“ ახალი ტექნოლოგია nanoeTM X შეიმუშავა, მოწყობილობა ჰაერში არსებული ბაქტერიების 99,9%-ს ანადგურებს. ის ხელს უწყობს ოთახში უსიამოვნო სუნის, საშიში ნაწილაკების და ალერგენების აღმოფხვრას.
ტიტანისგან დამზადებულ სპრეის ელექტროდზე ჰაერიდან უხილავი ტენიანობა გროვდება, ხოლო მაღალი ძაბვის შედეგად წარმოიქმნება ნანოზომის წყლის ნაწილაკები, ჰიდროქსილის რადიკალების მაღალი შემცველობით, რომლებიც მძლავრი ვენტილატორის საშუალებით ჰაერში იფრქვევა და ყველა დამაბინძურებელს ანადგურებს.