პანამაში არქეოლოგებმა იპოვეს სამარხი, რომელიც კოლუმბამდე პერიოდით თარიღდება და უცნობი მმართველის ოქროთია სავსე. ამის შესახებ Luvescince წერს.
მეცნიერები არტეფაქტს VIII საუკუნით ათარიღებენ და ვარაუდობენ, რომ ის ვინმე გამორჩეულ მამაკაცს ეკუთვნოდა. შიგნით კი მრავლადაა ძვირფასეულობა, ოქროსა და კერამიკის ნივთები.
სპეციალისტებმა ბევრ საინტერესო დეტალს შორის იპოვეს – 5 ცალი მკერდის სამკაული, 2 ცალი მოოქრული ქამარი, 4 ცალი სამაჯური, 2 ცალი საყურე, რომელზეც ქალი და მამაკაცია გამოსახული, ასევე ნიანგის ფორმის საყურე, ზვიგენის კბილისგან დამზადებული საყურე, რომელიც ასევე მთლიანად ოქროშია ამოვლებული, რამდენიმე ოქროს თეფში, ორი ცალი ზარი, ფლეიტა და ძაღლის კბილებისგან დამზადებული კაბა.