პანამაში, ჰელოუინის წვეულება პოპულარული სერიალის „კალმარის თამაშის“ სტილში გაიმართა და სამწუხაროდ, მსხვერპლით დასრულდა.
ინციდენტი სანტა-ანას ერთ-ერთ კლუბში მოხდა. როგორც ჩანს, ერთმანეთს ორი კრიმინალური დაჯგუფება დაუპირისპირდა და სროლაც ამის შემდეგ ატყდა. შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია და რამდენიმე პირი დააკავეს კიდეც.
აღსანიშნავია, რომ ჰელოუინის ღამეს სროლები იყო აშშ-შიც, მაგალითად ტეხასსა და ილინოისში. ტოკიოში კი ჯოკერის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა მატარებელს ცეცხლი წაუკიდა.