LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანამა, ვირჯინიის კუნძულები და მარშალის კუნძულები – ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება ოფშორული ზონებიდან ფიქსირდება

59
1-2

PMC Research-ის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო წლებში FDI-ის დიდი შემოდინება ფიქსირდება ე.წ. ოფშორული ზონებიდან, როგორებიცაა: პანამა, ვირჯინიის კუნძულები და მარშალის კუნძულები.

„პანამიდან შემოსული ინვესტიციები იმდენად დიდი იყო, რომ დაგროვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის მიხედვით, 2021 წლის მეორე კვარტალისთვის, პანამა, რომელმაც 460 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციები დააგროვა, 2020 წლის ვარდნის შემდეგაც კი კვლავ რჩებოდა საქართველოს ერთ-ერთ მსხვილ FDI პარტნიორად“, – აცხადებენ PMC Research-ში.

მათივე ცნობით, ზოგადად, მსოფლიოში ბიზნესებისთვის ჩვეული პრაქტიკაა ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ბიზნესების მეშვეობით ფუნქციონირება, რაც მათ უამრავ სარგებელს უქმნის, მაგალითად, გადასახადებისგან თავის არიდების საშუალებას.

„მონაცემები FDI-ის წარმოშობის შესახებ კი აღრიცხავს მხოლოდ კომპანიის რეგისტრაციის ქვეყანას, მაგრამ არა საბოლოო მფლობელს. შესაბამისად, შესაძლოა, ხშირად საქართველოს მოქალაქეები/რეზიდენტები იდგნენ FDI-ის ისეთი ნაკადების უკან, რომლებიც ოფიციალურად ოფშორული ქვეყნებიდან მოდის. ეს კი ნიშნავს, რომ შეიძლება ხშირად FDI-ის შესახებ მონაცემები ამ კუთხით შეცდომაში შემყვანი იყოს“, – ნათქვამია PMC Research-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები