48 წლის პამელა ანდერსონმა გულახდილი ინტერვიუ მისცა ჟურნალს People. ”მე უკვე მოვსინჯე ბოტექსი… ერთხელ სარკეში ჩავიხედე და საკუთარი თავი ვეღარ ვიცანი. მაშინ მივხვდი, რომ ბოტექსი ჩემთვის აუცილებელი იყო”, – გამოტყდა პამელა.
როგორც ”მალიბუს მაშველების” ვარსკვლავი ამტკიცებს, პლასტიკური ოპერაციისთვის ის ჯერ მზად არაა: ”ზოგიერთი ძალიან გაერთო პლასტიკით. მე არ ვარ შეპყრობილი საკუთარი გარეგნობით. შეხედეთ, რა ლამაზია ჯეინ ფონდა და ბრიჯიტ ბარდო. ალბათ მართალია, როცა ამბობენ, სილამაზე სულიდან მოდისო”, – აღნიშნა ანდერსონმა.