მსოფლიოში აღიარებული ჩაის ფრანგული ბრენდი „პალე დე ტე” უკვე საქართველოშია.
ბრენდის პირველი მაღაზია თბილისში, ჭავჭავაძის 33 ნომერში მდებარეობს და აქ ჩაის მოყვარულებს ნამდვილი სამოთხე დახვდებათ.
როგორც „ფორტუნას” საქართველოში ჩაის ცნობილი ბრენდის წარმომადგენლობიდან აცნობეს, „პალე დე ტე” 1986 წლიდან ანებივრებს ჩაის მოყვარულებს მაღალი ხარისხისა და მრავალფეროვანი ჩაის ასორტიმენტით. ბრენდის დამაარსებელი ფრანცესკო ხავიერ დელ მაია, რომელიც მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, რათა აღმოაჩინოს საუკეთესო ჩაის პლანტაციები. სწორედ ამიტომ ბრენდი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ჩაის სახეობებს.
„პალე დე ტეს” მაღაზიებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეხვდებით, ბრენდის რუკაზე უკვე საქართველოც აღნიშნულია. მაღაზია თბილისში, ჭავჭავაძის 33 ნომერში მდებარეობს და აქ შემოსვლისთანავე თქვენ არა მხოლოდ მრავალფეროვანი ჩაის არჩევას შეძლებთ, არამედ აქ დაგხვდებათ ჩაისთვის აუცილებელი სხვადასხვა აქსესუარი, ჩაის ფინჯნები და ჩაიდნები”, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, „პალე დე ტეში” შეხვდებით უნიკალური რეცეპტით მომზადებულ 5 სხვადასხვა დეტოქსს, ასევე ბალახეული და ხილის ნაყენების მრავალფეროვან არჩევანს.