LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პაკო რაბანის” FAME – “ისი პარიმ” ახალი სუნამო წარადგინა

681
paco rabanne

“ისი პარიმ” შატო მუხრანში “პაკო რაბანის” ახალი სუნამოს პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიება პრესისა და მედიისთვის გაიმართა, მას ინფლუენსერები და ბლოგერებიც დაესწრნენ. სუნამოს პრეზენტაცია ფრანგული სულით, კლასიკითა და კულტურით იყო შთაგონებული. ღონისძიება წვეულების დარბაზიდან დაიწყო, სადაც სტუმრებს შეეძლოთ მისაღები სასმელებით და ერთმანეთთან ურთიერთობით დამტკბარიყვნენ. პრეზენტაციის შუა ნაწილში ფრანგული სადილი გაიმართა, სადაც შატო მუხრანის მთავარმა შეფმა ალექსანდრე ტატიშვილმა სტუმრებისთვის 3 კერძით დაკომპლექტებული სადილი წარმოადგინა.

შეფის მასტერკლასით ნასიამოვნებმა სტუმრებმა, ამჯერად საპრეზენტაციო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც პაკო რაბანის ახალი სუნამოს პრეზენტაცია, ისი პარის კონტენტის მენეჯერმა, ლინა ქალდანმა წარადგინა.

პრეზენტაციის დასასრულს, სტუმრებს მოძრაობის თეატრის საცეკვაო ნომერი ელოდათ, რომელიც უშუალოდ სუნამოს კონცეფციაზე იყო მორგებული და სპეციალურად ამ საღამოსთვის შეიქმნა. კულმინაციამდე, კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდა, მოცეკვავეებმა მუზების ოთახში შეგვაცილეს, სადაც პაკო რაბანის FAME -ის გაცნობა შევძელით.

განსხვავებული, ინოვაციური და სენსაციური სუნამოს ფლაკონი, ქალის სილუეტს გამოხატავს, რომელსაც პაკო რაბანის საკულტო ჯაჭვის კაბა აქვს მორგებული და აქსესუარად ნამდვილი ვარსკვლავებისთვის დამახასიათებელი სათვალე უკეთია. არომატის გაცნობის შემდეგ, სტუმრებისთვის ყველაზე სასიამოვნო დრო დადგა. საჩუქრების გადაცემის დროს, მათ ბუშტზე შებმული პატარა Fame-ის ფლაკონებიც გადაეცათ.

ჯადოსნური ღონისძიების დასასრულს, ისი პარიმ სტუმრები შატოს ულამაზეს ეზოში გაიწვია და ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ფოიერვერკთან ერთად, სტუმრებმა ბუშტები ჰაერში გაუშვეს და სურვილებიც ჩაიფიქრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები