„როიტერის“ ინფორმაციით, პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე სამი სამხედრო ემსხვერპლა.
პაკისტანის სამხედრო პირის განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტი ექვსი კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი მოტოციკლით სამხედრო მანქანას დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმას სულ მცირე სამი სამხედრო ემსხვერპლა. დაშავებულია 20-ზე მეტი ჯარისკაცი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თერიკ-ე-თალიბანმა აიღო.