პაკისტანში, ქალაქ ლაჰორში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, შედეგად სულ მცირე 70 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 29 ბავშვია.
„ბიბისის“ ინფორმაციით, პოლიციის კომისრის მოადგილემ, მოჰამად უსმანმა განაცხადა, რომ დაჭრილთა რაოდენობამ 190-ს გადააჭარბა.
აფეთქება კვია დილას ქალაქის ცენტრში, პარკ გულშან-ი-იკბალთან მოხდა, საბავშვო მოედანთან ახლოს. ადგილზე იმყოფებოდა ბევრი ადგილობრივი ქრისტიანი, რომლებიც ოჯახებთან ერთად აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას გეგმავდნენ.
მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.