LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაკისტანში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა

122
Capture

59 დაღუპული და 157 დაშავებული – ასეთია პაკისტანში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგი.

BBC-ის ინფორმაციით, აფეთქება შუადღის ლოცვის დროს მოხდა, სამიზნე კი პოლიციელები იყვნენ, რომლებიც მეჩეთში ლოცულობდნენ.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზარდოს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, მაგრამ მას პაკისტანის „თალიბანს“ უკავშირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები