LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pagani-მ გასაიდუმლოებული ავტომობილის პირველი თიზერი გაავრცელა (ვიდეო)

17

იტალიურმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Pagani ახალი გასაიდუმლოებული ავტომობილის პირველი ოფიციალური თიზერი გამოაქვეყნა.

ვიდეოში ნაჩვენებია Huayra-ს ახალი ვერსია, რომელიც უფრო ექსტრემალური იქნება. შეგახსენებთ, რომ ავტომობილის პირველი ვერსია ჟენევის ავტოშოუს ფარგლებში გამოჩნდა. რაც შეეხება ახალ ვერსიას, დებიუტის ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით არ ხმაურდება.

აგრეთვე უცნობია ახალი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებიც. თუმცა,  ვიდეოდან ჩანს, რომ ახალი ვერსია ტრადიციული კარბონის დეტალებით იქნება გაწყობილი, აგრეთვე ტრადიციული გამშვები სისტემით, რომელსაც ოთხი დაბოლოება აქვს, ხოლო სახურავზე პატარა საჰაერო ”უჯრაა” დატოვებული. ეს კი სავარაუდოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ახალი ვერსია Huayra BC-სთან შედარებით უფრო სპორტული და მძლავრი იქნება.

აღსანიშნავია, რომ Pagani Huayra BC კომპანიის პირველ კლიენტსა და საავტომობილო კოლექციონერს ბენი კაიოლეს მიეძღვნა. ის აღჭურვილია V12 ტიპის ძრავით, რომელიც კომპანია Mercedes-AMG-მ დაამზადა. ძრავის სიმძლავრე 750 ცხენის ძალას შეადგენს და რობოტიზებული გადაცემათა კოლოფით Xtrac იმართება.

ოფიციალური ინფორმაციით, Huayra-ს ახალი ვერსია სულ 20 ეგზემპლიარად დამზადდება. თითოეულის ღირებულება კი 2,3მილიონი ევრო იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები