წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში პაციენტმა მკურნალ ექიმს სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფოს თანამშრომელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ნინო პოპიაშვილი წერს, რომ პაციენტი თავის ტკივილს უჩიოდა და ექიმისგან ნარკოტიკულ საშუალებას ითხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი მან მედიკოსს სცემა. შედეგად, ექიმს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ახლა ის საავადმყოფოში სტაციონარში მკურნალობს.
მოკლედ,,, ძალიან გაბრაზებული ვარ,, და კიდევ შეურაცხყოფილი. იმიტომ რომ დღეს ჩემი კოლეგა ნუკრი ბერიშვილი გახდა თავდასხმის მსხვერპლი პაციენტის მხრიდან. ექიმმა მიიღო ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება. მას დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, აქვს ტვინის შერყევა. ეს მხოლოდ იმიტომ რომ პაციენტმა თავის ტკივილის გამო მოითხოვა ნარკოტიკი. ეს კიდევ ერთხელ იმის დასტური როგორი დაუცველები ვართ ექიმები.. ველოდებით გამოძიების დასრულებას. იმედი გვაქვს დამნაშავე სათანადოთ დაისჯება. მე მას არ ვიცნობ.. არ ვიცი გვარი.სახელი, თუმცა ვიცი რომ სახლში გაუშვეს – წერს პოპიაშვილი
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.