LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა სალია „რუსთავი 2“-ში მივიდა

246
cms-image-000050937-e1563461344420

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა.

„თქვენ ჟურნალისტებს გაქვთ სრული თავისუფლება, მე არც ვკითხულობ, რას აპირებთ, რას აკეთებთ, მე არც ვერევი ამ ნაწილში, ჩვენ გვაინტერესებს, რომ კომპანიას რაიმე შეფერხება არ ჰქონდეს. მოგეხსენებათ, რომ დირექტორი შეცვლილია, შესაბამისად, ფუნქციები კომპანიაში მენეჯმენტმა უნდა განახორციელოს, უნდა მოხდეს ამის მისი შეუფერხებელი მუშაობა და ამის უზრუნველყოფა მინდა, რომ მოხდეს,“ – განაცხადა სალიამ“, – მიმართა სალიამ არხის თანამშრომლებს.

მისივე განმარტებით, მთავარი ამოცანაა, “გაიგოს, რა გადაიბარა ქიბარ ხალვაშმა, რომ სამომავლო მუშაობის გეგმა განსაზღვროს”.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ს დირექტორად გვარამიას ნაცვლად პაატა სალია დაინიშნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები