LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: „მე „ნაცი“ არ ვარ“, ასეთ კამპანიას აწარმოებენ, გავიგეთ, კაცო, ვინ ხარ, ახლა მითხარი, რას გააკეთებ ხალხისთვის?“

139
პაატა მანჯგალაძე

„მე „ნაცი“ არ ვარ“, ასეთ კამპანიას აწარმოებენ, გავიგეთ, კაცო, ვინ ხარ, ახლა მითხარი, რას გააკეთებ ხალხისთვის? – არჩევნების შემდეგ რომ რეალობა დადგება, როცა ან ოპოზიციასთან ქმნი კოალიციას, ან ივანიშვილს ტოვებ, რას გააკეთებენ?!“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

აღნიშნულით დეპუტატი გამოეხმაურა „ლელოს“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებენ.

„მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი – გადაიყვანოს სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“ – დაუშვილი

მანჯგალაძის თქმით, რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობა პარტიებს შორის განსხვავებებს წარმოაჩენს, რაც კარგია, თუმცა, მნიშვნელოვანია პარტიებმა იფიქრონ იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციას თანამშრომლობა მოუწევს.

„არ ითანამშრომლებს ნუ ითანამშრომლებს, შევეხვეწეთ რამე? მოგვიწევს ერთი რეალობა გავითვალისწინოთ, ოპოზიციას ერთმანეთი დაგვჭირდება და მოგვიწევს თანამშრომლობა.

პარტია „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას წყვეტს

"ჩვენ საერთო მსჯელობების შედეგად ვიღებთ გადაწყვეტილებებს."

არ „ვითანამშრომლებ-ვითანამშრომლებ“ წინასაარჩევნო სტრატეგიის და ტაქტიკის ნაწილია, მაგრამ როცა დადგება რეალობა არჩევნების შემდეგ, რომ ან ოპოზიციასთან ქმნი კოალიციას, ან ივანიშვილს ტოვებ ხელისუფლებაში, რას გააკეთებენ?!

ყველა უშვებს ერთი და იგივე შეცდომას, „მე ნაცი არ ვარ“, ასეთ კამპანიას აწარმოებენ, გავიგეთ, კაცო, ვინ ხარ და ახლა მითხარი, რას გააკეთებ ხალხისთვის? მათ ჰგონიათ, ვინ სად დაჯდება, ისაა მნიშვნელოვანი, ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დავსხდებით ყველა ერთად, მერე რას გავაკეთებთ.

თუ ვინმე ფიქრობს, კარგი კამპანიაა „ნაცი არ ვარ“ იძახონ პარტიის დაფუძნების დღიდან, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ეს ტონი სჭირდებათ, ეს აუცილებელიც არის, რომ განსხვავებებზე საუბრის სივრცე ჰქონდეთ პარტიებს, ჩვენთვის კარგიც არის, რომ ბევრ საკითხზე და მათ შორის, წარსულის შეფასებაზე გახარიასთან ვერ ვთანხმდებით, კარგია, რომ „ლელოსთან“ ვერ ვთანხმდებით ბევრ საკითხზე, მაგრამ როცა არჩევნების შემდეგ შეიქმნება რეალობა, რომ ოპოზიციამ უნდა შექმნას კოალიციური მთავრობა, სად წავლენ? ივანიშვილს ხომ არ შეუქმნიან კოალიციას?!“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

გახარია: „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ, კი არ უნდა გაქრნენ, არა, უნდა იყვნენ, უბრალოდ 50% ერთად ვერ უნდა გადალახონ“

როგორც მანვე აღნიშნა, 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში აუცილებელია ისეთი პოლიტიკური პლატფორმების შექმნა, რომელიც ბარიერს გადალახავს.

„ყველა ხმა რომელიც დარჩება ბარიერს მიღმა, არის დამატებით ხმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დასარჩენად. ჩვენ მართალი გითხრათ, პარტიებს არ ველოდებით, თუ იქნებიან, განვიხილავთ, თუმცა, ველოდებით ხალხს ვისთანაც მეტი ღირებულებითი საერთო გვაქვს“. – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ხელისუფლება თუ შეიცვალა, მთელს ოპოზიციას თანამშრომლობა მოგვიწევს – სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება არის მავნებლური“ – გოცირიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები