LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: 12 დავალება გქონდეს მოცემული და მხოლოდ სამი შეასრულო, მაღალი ქულის პრეტენზია როგორ უნდა გქონდეს? – საქართველოს საშინაო დავალება კიდევ ერთხელ გამოაყოლეს

143
fot (1)

მარტივად ავხსნათ: – 12 დავალება რომ გქონდეს მოცემული და აქედან მხოლოდ სამი შეასრულო, მაღალი ქულის დაწერის პრეტენზია როგორ უნდა გქონდეს?! – “ქართული ოცნება” ევროპასთან დაახლოების ნაცვლად, რუსეთს დაუახლოვდა და სწორედ ეს არის შედეგი იმისა, რომ საქართველოს საშინაო დავალება კიდევ ერთხელ გამოაყოლეს , – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის წარდგენას.

ოლივერ ვარჰეი: საქართველოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული

ოლივერ ვარჰეი: წინა კვირას ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს შევხვდი და ეს იყო მესიჯი – თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს!

“ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს სამი შესრულებული რეკომენდაცია აქვს, რასაც ჩვენც ვადასტურებთ – რატომ? – იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” მეტი რეკომენდაციის შესრულების სურვილი არ ჰქონდა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა – ახლა ხელისუფლებაში ოპოზიციური კოალიცია რომ ყოფილიყო, ჩვენ 11 შესრულებულ რეკომენდაციას მივიტანდით, 12-ე რეკომენდაცია დეპოლარიზებასთან დაკავშირებით ბუნებრივად შესრულდებოდა და ჩვენს საწინააღმდეგოდ სათქმელი არაფერი იქნებოდა.

ჩვენ გავაკეთებდით იმას, რომ არც ერთ შემთხვევაში ევროპელ პარტნიორებს არ დავუპირისპირდებოდით, რუსულ პროპაგანდას არ დავიწყებდით და “ევროპელი სოციალისტებიდან” კი არ გამოვიდოდით, თანამშრომლობას უფრო დიდ კოალიციებთან დავიწყებდით. შევხვდებოდით 27-ვე ქვეყნის ლიდერს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარანტირებული ჰქონოდა.

მაშინ, როცა, საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაჩქარებული მოლაპარაკება დაიწყოს, კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი კვლავ სათუოა.

ევროკავშირის კარი საქართველოსთვის დახურული არ არის და თუ ხელისუფლება ამას გამოიყენებს, რუსეთთან კუდის ქიცინს თავს დაანებებს, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები