“თბილისში, კორონავირუსის შემთხვევების 80% „ომიკრონია“,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
“იშვიათია გემოსა და ყნოსვის დაკარგვა” – თენგიზ ცერცვაძე “ომიკრონის” სიმპტომებს ასახელებს
„საქართველოს რეგიონებში ჯერ კიდევ, 40%-დან 60%-მდე მერყეობს სხვადასხვა რეგიონის მიხედვით, შეიძლება მთლიანად „დელტას“ ჩანაცვლება არ მოხდეს, თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობა შემთხვევების „ომიკრონია“. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, „ომიკრონი“ კიდევ ერთხელ ჩამოივლის და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ავად გახდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.