Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პაატა იმნაძე – შესაძლოა, „ომიკრონმა“ დაასრულოს პანდემია, მაგრამ სამწუხაროდ, შეიძლება, ახალი შტამი კიდევ გამოჩნდეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა იმნაძე – შესაძლოა, „ომიკრონმა“ დაასრულოს პანდემია, მაგრამ სამწუხაროდ, შეიძლება, ახალი შტამი კიდევ გამოჩნდეს

328
1584000830-1548332776-paata-imnadze

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ შესაძლოა კორონავირუსის “ომიკრონ” ვარიანტმა პანდემია დაასრულოს, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ ახალი შტამი კიდევ გამოჩნდეს.

ამის შესახებ იმნაძემ “პირველი არხის” ეთერში ისაუბრა.

პაატა იმნაძე: თბილისში, კორონავირუსის შემთხვევების 80% „ომიკრონია“

„კი, შესაძლოა, „ომიკრონმა“ დაასრულოს პანდემია. ბრიტანეთის და იგივე სამხრეთ აფრიკის მაგალითმა, სადაც „ომიკრონის“ ტალღამ ასე ვთქვათ, უკვე გადაიარა, აჩვენა, რომ როცა ეს ტალღა გადაივლის, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ „კორონა“ ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი გახდება და სეზონებზე შეგვახსენებს ხოლმე თავს, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს, მსოფლიო მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის აცრილი. მდიდარ და ვთქვათ, დალაგებულ ქვეყნებში ადამიანები აიცრნენ და შეიძლება, ამ ქვეყნებში პრობლემა აღარ იყოს. სახელებითაც ჩანს, ხომ, სად, რომელ ქვეყნებში წარმოიქმნება ეს ახალი შტამები?! – სადაც აცრების მოცვა დაბალია და ასეთი ქვეყანა ჯერ კიდევ ბევრია, სადაც აცრების მოცვა დაბალია. საუბარია დიდი რაოდენობით მოსახლეობაზე, თორემ საქართველოსნაირი მცირე მოსახლეობის ქვეყანაში ახალი შტამები არ წარმოიქმნება. ამის ალბათობა საკმაოდ დაბალია. ამიტომ, ვნახოთ, რას იზამს ვირუსი, შემდეგი რა ვარიანტი გამოჩნდება. ეს ბუნებრივი მოვლენაა და სამწუხაროდ, შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს“, – განაცხადა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები