LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა იმნაძე: „არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი!“

538
BeFunky-collage (2)

„არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი! თუ სიცხის დამწევი არ მოქმედებს, ამ დროს ექიმი უნდა ჩაერიოს“, – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის არის მიზანშეწონილი ანტიბიოტიკების გამოყენება.

პაატა იმნაძე: „დღეს ნიღაბი არავის უკეთია, შეიძლება ითქვას, რომ „აიშვეს“ და ვირუსებიც „ჩვეულ ადგილს“ ამიტომ დაუბრუნდა“ 

როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, „ანტიბიოტიკი სიცხის დამწევი პრეპარატი არ არის, ის ხელს უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში“.

„როგორც კორონავირუსის დროს, ახლაც, გრიპის ვირუსისთვის განკუთვნილი სწრაფი ტესტები არსებობს. სხვა ვირუსებზე ასეთი ტესტები პრაქტიკულად არ გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ გრიპი იწყება უცებ, შესაძლოა, საათიც კი გახსოვდეს, როდის გახდი ავად. სხვა ვირუსები თანდათანობით იწყება.

„ქვეყანაში ცირკულირებს A ტიპის ვირუსები: მაღალი ტემპერატურა, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.. თუ ეს სიმპტომები გაქვთ აუცილებლად დარჩით სახლში“ – ივანე ჩხაიძე

გრიპის დროს ინტოქსიკაციის შემთხვევა უფრო მეტია. მთავარია, იმის განსაზღვრა, თუ როდის უნდა მიმართონ ექიმს. ექიმს უნდა მიმართონ მაშინ, როდესაც ბავშვს 24 საათზე მეტი ექნება ტემპერატურა 39 გრადუსი და მეტი, ის დამწევ მედიკამენტს არ დაემორჩილება.

სიცხის დამწევი პრეპარატი არ არის ანტიბიოტიკი, პირიქით, ამ დროს ანტიბიოტიკის მიღება კატეგორიულად არ შეიძლება, არცერთი ანტიბიოტიკი არცერთ ვირუსზე არ მოქმედებს. თუ გვიან ბაქტერიული ინფექცია განვითარდა, იქ შეიძლება დანიშნოს ექიმმა ანტიბიოტიკი. ზოგადად, ანტიბიოტიკი ხელს უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი!

თუ სიცხის დამწევი არ მოქმედებს, ამ დროს ექიმი უნდა ჩაერიოს. მოზარდების შემთხვევაში, ექიმს მაშინ უნდა მიმართონ, თუ სამი დღე გრძელდება მაღალი ტემპერატურა და არ ექვემდებარება სიცხის დამწვეს.

ჯანდაცვის მინისტრი: „ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს.. პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ“

„ამჟამად ნამდვილად მომატებულია რაოდენობა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს კატასტროფაა, ჩვეულებრივი მოვლენაა, ამ სეზონისთვის სხვადასხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციები უნდა იყოს “ – მარინა ენდელაძე  

საყურადღებოა ჩირქოვანი, ან სისხლის შემცველი ნახველი, ბავშვის ტუჩების დალურჯება, სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ აღნიშნული სიმპტომები იჩენს თავს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები