LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში ავარიის შედეგად, 5 შვილის მამა გარდაიცვალა 

280

7 მაისს ღამის 2 საათზე სოფელ დვაბზუში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გურია TV-ს ცნობით, მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა, რომელიც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს და უკვე თვეებია, რაც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დგას. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ხუთი შვილის მამა, რომელიც ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობს.

ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები