LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს – ISFED

92

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდი პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე მიმდინარეობს ოზურგეთში, რაც ხელს უშლის თანასწორ და თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს,“ – ამის შესახებ ნათქვამია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის შეფასებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ოზურგეთის ოლქში ზეწოლა-მუქარის 4 და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1 ფაქტი გამოვლინდა და თითქმის ყველა შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო მოხელეა ჩართული, რომლებიც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, ბეგლარ სიორიძის, სასარგებლოდ მოქმედებენ.

„ზოგიერთ შემთხვევაში, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ოზურგეთში მცხოვრები მოქალაქეები ადასტურებენ ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტებს, თუმცა ითხოვენ ანონიმურობის დაცვას,“- განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები