LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთის რაიონში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება

106

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება.  „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  შპს „ასკანგელ ალიანსს“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში 30 294 კვ.მ.   არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა–ნაგებობა გადასცა.

როგორც “ფორტუნას” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შპს „ასკანგელ ალიანსი“  უზრუნველყოფს არანაკლებ 10 000  ტონა ბენტონიტური თიხის წარმოებას წლიურად, რისთვისაც არანაკლებ 175 896  ლარის ინვესტიციის განახორციელებს. რაც, თავის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე გაზრდის ქართული პროდუქციის წარმოების რაოდენობას და დადებითად აისახება ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე.  საწარმოში სულ მცირე  25 ადამიანი დასაქმდება.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 164 საწარმო დაფინანსდა. მთლიანი ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აჭარბებს და 7500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები