შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბის წევრი, გიორგი როყვა ნაპოვნია. როგორც უწყებაში აცხადებენ, ის ჯანმრთელია და მასთან ამჟამად სამართალდამცველები მუშოაბენ. გიორგი როყვა 2 დღე იყო გაუჩინარებული და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. ის კონსტანტინე შარაშენიძის, მერობის კანდიდატის წარმომადგენელი იყო. მის გაუჩინარებას სწორედ საარჩევნო კამპანაის უკავშირებდნენ.