LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზი ოსბორნი გამოსამშვიდობებელ კონცერტს გამართავს

143
page

ლეგენდარული მუსიკოსი, ჯგუფ Black Sabbath-ის ფრონტმენი, ოზი ოსბორნი ორ გამოსამშვიდობებელ შოუს გამართავს. შოუები ოსბორნის მშობლიურ ქალაქში, ბირმინგემში გაიმართება.

„ოზის კვლავ არაჩვეულებრივი ხმა აქვს და მშვენიერ ფორმაშია. ის კვლავ არაჩვეულებრივად ხუმრობს“, – აცხადებს ოზის მეუღლე, შერონი.

შეგახსენებთ, 2023 წლის მარტში ოსბორნმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო  ევროპული ტურნე გააუქმა. ის უკვე წლებია „პარკინსონის“ დაავადებას ებრძვის, მან ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი ოპერაციაც გადაიტანა.

74 წლის ოზი ოსბორნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა – ნახეთ Black Sabbath-ის ფრონტმენის უახლესი ფოტოები

„უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ 10 წელი დამრჩა“ – აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 74 წლის ოზი ოსბორნი პირველად გადაიღეს

ოზი ოსბორნი ოპერაციის შემდეგ სცენაზე პირველად გამოჩნდა და ცეცხლი დაანთო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები