ეკონომისტ ოთო აბესაძის მეუღლე დეა აფციაური, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სოსო გოგაშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს, სადაც ის ამბობდა, რომ მის 10 წლის შვილს თმა გაუჭაღარავდა, მმართველი გუნდის ქმედებების გამო.
დეა აფციაური იმ ისტორიას იხსენებს, რომელიც მისივე სიტყვებით, გოგაშვილის “არასამართლიანი” ქმედების გამო, როგორ აღმოჩნდა მისი მეუღლე ციხეში.
„ბატონო სოსო, ყველაზე სამწუხაროა, თქვენნაირი მშობლების გამო შვილები, რომ იჩაგრებიან, მაგრამ ამ ყველაფერში მხოლოდ და მხოლოდ თქვენ ხართ დამნაშავე. თუმცა თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო 2017 წელს მშობლებიან-შვილებიანად შეიწირეთ მთელი ჩვენი ოჯახის ჯანმრთელობა, რომელსაც დღემდე ვმკურნალობთ.
თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო აღმოჩნდა ჩემი ქმარი ციხეში, თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო გარდაეცვალა ბაბუა, თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო დამიზიანდა ფიზიკურ-მენტალური ჯანმრთელობა და გაგვიმწარდა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი.
თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო თეთრი კაბის მაგივრად, გლდანის ციხის კედლებში მოვაწერე საყვარელ ადამიანთან ხელი, თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო დავდიოდი ყოველდღე “პერედაჩებზე” ისე, რომ არ ვიცოდი კიდე 1თვე, 1 წელი თუ 10 წელი მომიწევდა გლდანის ციხეში ასე სიარული.
საბოლოოდ, ზოგიერთი ადამიანი ტოვებს იმ ადგილს, სადაც უსამართლოდ ხვდება და სხვები იკავებენ იგივე ადგილს სამართლიანად…
გპირდებით პირველ ხილს და წვენს მე შემოგაწვდით “პერედაჩაზე”❗️
კარმა უზენაესი სასამართლოა ჩვენნაირი მოკვდავებისთვის ბატონო სოსო“ ? – წერს დეა აფციაური სოციალურ ქსელში.