LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას” აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გამოეხმაურა

78

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავ სიაში“ 33 ადამიანის შეყვანას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გამოეხმაურა და საქართველოს მთავრობის ქმედებას დესტრუქციული უწოდა. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა ე.წ. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების ცნობით, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებები პროვოკაციულია, რამაც შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესი შეაფერხოს. საერთაშორისო ფორმატის მოლაპარაკების ჩაშლის შემთხვევაში პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძეს აკისრებს.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირი მოხვდა.

2017 წლის 5 მარტს პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმრავლესობას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის პროექტი 106 ხმით დაამტკიცა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის თითქოს სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.

გიგა ოთხოზორია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლეს. სასამართლომ მისი მკვლელი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები