„ნაციონალური მოძრაობის“, „დროას“, გირჩი -მეტი თავისუფლებას“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.
ნიკა მელიამ, ელენე ხოშტარიამ, ზურაბ ჯაფარიძემ და გიგა ბოკერიამ დედაენის ბაღში ბრიფინგი გამართეს და საიდანაც ცნობილი ხდება, რომ:
„ევროპულ საქართველოსა“ და „დროას“ 3-3 კანდიდატი ეყოლებათ, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ოთხი, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, არც ერთი, მათ მხოლოდ მერობის კანდიდატი ნიკა მელია ეყოლებათ.
პარტია ,,ევროპული საქართველოდან” სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი დათო ჟღენტი იქნება, ისანში – ბესიკ დონაძე, ჩუღურეთში კი გიორგი ნონიაშვილი.
პარტია ,,დროას” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია, ვაკის მაჟორიტარი – ბათუ ქუთელია, კრწანისში კი თამაზ ახობახე.
პარტია ,,გირჩი-მეტი თავისუფლების” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევიში – ბადრი გრიგალაშვილი, მთაწმინდაზე – თენგიზ კირთაძე და საბურთალოში – ბორის ყურუა.
შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნები ოქტემბერში გაიმართება.
„ევროპულმა საქართველომ“ მერობის კანდიდატები წარადგინა – რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციასთან