LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხი ქართველი, რომლებსაც ნიცაში ვერ უკავშირდებოდნენ, იპოვეს

81

ოთხი ქართველი, რომლებთანაც დაკავშირება ტერაქტის შემდეგ ნიცაში ვერ ხერხდებოდა, იპოვეს, ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩი”ფეისბუქზე” წერს. ეკა სირაძე-დელონეს თქმით, ისინი სახლში არიან, უსაფრთხოდ, „უბრალოდ ტელეფონის ზარებს არ პასუხობდნენ“.

მანამდე კი ელჩმა განაცხადა, რომ საელჩოში საქართველოს მოქალაქეების დაშავების, ანდა გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ შესულა, თუმცა ვერ ხერხდებოდა მხოლოდ ოთხი ეროვნებით ქართველის, საფრანგეთის მოქალაქეების პოვნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები