LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხი ინგლისური და ოთხი ქვეყნის ოთხი სხვადასხვა გუნდი

76
Liverpool's German manager Jurgen Klopp (C) celebrates on the pitch with his players after the UEFA Champions League, last 16, second leg football match Bayern Munich v Liverpool in Munich, southern Germany, on March 13, 2019. (Photo by Christof STACHE / AFP)        (Photo credit should read CHRISTOF STACHE/AFP/Getty Images)

ჩემპიონთა ლიგის ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია. როგორც მოსალოდნელი იყო, „ბარსელონა“ ისევ გავიდა მეოთხედფინალში, აი მიუნხენში კი თანაბარშანსიანი გუნდები დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ წარმატება ინგლისურ „ლივერპულს“ ხვდა წილად. ასე კი ის გამოვიდა, რომ მეოთხედფინალში ოთხი ინგლისური კლუბია, დანარჩენი ოთხი კი ოთხ სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენს.

სხვა საინტერესო ფაქტები კი აგერაა:

„ბაიერნი“ 8 წლის განმავლობაში პირველად ვერ გავიდა ლიგის მეოთხედფინალში.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 11 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ არც „ბაიერნია“ და არც „რეალი“.

პირველად ბოლო 13 წლის განმავლობაში, არც ერთი გერმანული კლუბი არ არის წარმოდგენილი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად, მერვედფინალურ ეტაპზე სამი გერმანული გუნდი სამმა ინგლისურმა გუნდმა გამოაგდო.

მანუელ ნოიერი მეოთხე გერმანელი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი ჩაატარა. მანამდე ეს შეძლეს ფილიპ ლამმა (112), ტომას მიულერმა (105) და ოლივერ კანმა (103).

მილნერმა 10 ასისტი გააკეთა ბოლო ორ სეზონში და ჩემპიონთა ლიგაზე ლიდერობს.

ჯოელ მატიპი მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელია “ლივერპულის” ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ავტოგოლი გაიტანა.

ვან დეიკი პირველი ცენტრალური მცველია, რომელმაც გაიტანა და ასისტენტობაც გასწია ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში ამ სეზონში.

ვან დეიკის სტატისტიკა „ბაიერნთან“ მატჩში:

• მოგებული საჰაერო ორთაბრძოლების 100%
• დარტყმების 100-პროცენტიანი სიზუსტე
• 100%-იანი წართმევა
• 5 გამოტანა და 3 ჩაჭრა
• 1 საგოლე პასი
• 1 გოლი

 

„ბარსელონამ“ „ბაიერნის“ რეკორდი გააუმჯობესა და საშინაო წაუგებელი სერია 30 მატჩამდე გაზარდა.

ლეო მესის გააქვს 35+ ყველა ტურნირზე ზედიზედ 11 წელია.

ლიონელ მესიმ „ბარსელონას” მაისურით პირველად გაიტანა ორი გოლი და შეასრულა ორი საგოლე გადაცემა ოფიციალურ მატჩში.

მესიმ 131-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე, რითაც გაუსწრო ანდრეს ინიესტას. მასზე წინ მხოლოდ ჩავია (151), რომელიც „ბარსელონას” რეკორდსმენია ამ მაჩვენებლით.

„ბარსელონა” ზედიზედ მეცამეტედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. ამ პერიოდში, გუნდმა სამჯერ მოიგო ტურნირი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები