გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი გუნდის და სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების ეფექტიან განხილვას შედეგზე ორიენტირებული, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.
მხარეებმა აგროდაზღვევის, სურსათის უვნებლობის, ღვინის ექსპორტის დამატებითი წახალისების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.