Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ოთარ შამუგია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ შამუგია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

117
ოთო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამხრეთ კავკასიის რეგიონში მსოფლიო ბანკის მუდმივ წარმომადგენელს როლანდ პრაისს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„საქართველოს ირიგაციის სექტორის რეფორმირების პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი“ განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ვფიქრობ, მაქსიმალური თანამშრომლობით და  კოორდინაციით, საერთო მიზნების ეფექტიანად განხორციელებას, გამოწვევების დაძლევას  და უკეთესი შედეგების მიღწევას შევძლებთ”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც როლანდ პრაისმა აღნიშნა, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს წლების განმავლობაში წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და მომავალში ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები