Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ოთარ კახიძე პარლამენტიდან თავის არეში მიყენებული დაზიანებით გაიყვანეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ კახიძე პარლამენტიდან თავის არეში მიყენებული დაზიანებით გაიყვანეს

43

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე პარლამენტის შენობიდან თავის არეში მიყენებული დაზიანებით გაიყვანეს. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ინფორმაციით, კახიძე შენობიდან მისივე თანაგუნდელმა, გიორგი ტუღუშმა გააცილა.

როგორც საზოგადოებრივისთვის გახდა ცნობილი, დეპუტატმა თავის არეში დაზიანება „ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდელაკსა და უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირების დროს მიიღო.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება დეპუტატების ოთხაში მოხდა, სადაც, წყაროს ცნობით, გიორგი კანდელაკმა ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, რომელიც შემთხვევით ოთარ კახიძეს მოხვდა. 

ამ დროისთვის მედიის წარმომადგენლებს ოთახში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ, ვინაიდან დერეფნის კარი ჩაკეტილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები