LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოსურმა მხარემ ქართული ბლოკპოსტის თავზე სასაზღვრო ნიშანი აღადგინა და დროშა აღმართა

246
1567661030-69693853-1180885818750436-4503934398596382720-n

“ოსურმა მხარემ დაიკავა საქართველოს ბლოკპოსტის თავზე 944,8 მ. სიმაღლე, სასაზღვრო ნიშანი აღადგინა და სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართა საქართველოსთნ საზღვარზე” – ამის შესახებ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს ე.წ. სასაზღვრო ნიშანის დამონტაჟება  „ქართული მხარის პროვოკაციების საპასუხოდ გადაწყვიტეს“.

ამასთან, ე.წ პრეზიდენტ ბიბილოვის გადაწყვეტილებით, ზნაურის რაიონში ე.წ. ჰუმანიტარული ოპერაციის ახალი ეტაპი დაიწყო.

“რესპუბლიკის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა მორიგი ჰუმანიტარული ოპერაცია, რომელსაც მშვიდობიანი ხასიათი აქვს, პრეზიდენტ ბიბილოვის გადაწყვეტილებით დაიწყო”, – აცხადებს  ოსური მხარე.

აქვე ვკითხულობთ, რომ  საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს „ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ტერიტორიების ანექსიაში სდებს ბრალს“.