12 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში ქართული ფილმის, “ცხრა მთას იქით” პრემიერა გაიმართება. გადაღებული ნამუშევრის რეჟისორი ლევან თუთბერიძეა . ფილმი ახალგაზრდა ინგლისელ ქალზე მოგვითხრობს, რომელიც მეგობარ ბიჭთან ერთად, სიყვარულის საძიებლად საქართველოს მთებში მიემგზავრება. მთის ადათ-წესებსა და მითოლოგიაში დაკარგული, მისი ვნება და პსიქო-ნერვული მდგომარეობა “წითელ ზღვარს” სცდება. ხდება სხვადასხვა მსოფლმხედველობის, ცივილიზაციის და მითოლოგიის დაჯახება, სადაც გამარჯვებული არავინ არის…
ფილმის საუნდტრეკების ავტორი ქართული ეთნო-ჯაზ ჯგუფი “შინია”, რომელიც 1998 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის მუსიკა ითავსებს ქართული ხალხური მუსიკის ელემენტებს, ჯაზს, პოლიფონიურ ვოკალებს, ფლამენკოსა და ფიუჟენს.
ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ქართველი მსახიობი მიშა გომიაშვილი ასრულებს, რომელიც წელს, პირველად, APშA-ს უმნიშვნელოვანესი კინოდაჯილდოვების ნომინანტია,ირანელი რეჟისორის მოჰსენ მაჰმალბაფის სურათში “პრეზიდენტი” შესრულებული მთავარი როლისთვის. მიშა გომიაშვილი საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაშია წარდგენილი.